,,უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა უსაფრთხოებაში” – ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა უსაფრთხოებაში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სურს შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება.

,,რუსეთი იქნება ყველაზე დიდი საფრთხე ევროპისთვის უახლოეს მომავალში”, – თქვა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ აღიზიანებს დისკუსიები, როდესაც უკრაინის დახმარება განიხილება ქველმოქმედების ჟესტად.

,,სინამდვილეში, ეს არის ინვესტიცია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში, მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში”, – თქვა მან.

მსგავსი თემები