დღეიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი დაიკეტა – ეკლესიამდე არ უშვებენ არც მედიას

დღეიდან, 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი იკეტება. საპატრიარქოს ინფორმაციით, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ,,ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში” და ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის კომპლექსი დროებით იკეტება.

ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გელათამდე არ უშვებენ არც მედიის წარმომადგენლებს. პოლიცია გზაზე გადაადგილების საშუალებას მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს.

,,პრეტენზიები და პრობლემები ნარჩუნდება საჯაროობის მიმართულებით. დღემდე არ ვიცით რა პროექტზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა დაიწყოს/ ვიცით, რომ გუმბათის გარეშე გადახურვა დაიწუნა, შესაბამისად, შემდეგი შეთავაზება ჩვენთვის უცნობია, თუ კი პროექტი გამართულია, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ის საჯარო არ იყოს”, – თქვა ,,ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.

მსგავსი თემები