იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation (HRF) ხელმძღვანელი გახდა. ნავალნაიამ ამ თანამდებობაზე რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი შეცვალა.

„როგორც ადამიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა ის საფრთხეები, რაც დიქტატურას თან ახლავს და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ახლობლებსა და მთელ მსოფლიოს, მაქვს პატივი, ვიყო ფონდის ხელმძღვანელი”, – თქვა ნავალნაიამ.

ის აპირებს HRF-ს გაუზიაროს ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის გამოცდილება და ეს გამოცდილება ახალ პოზიციაზეც გამოიყენოს.

გარი კასპაროვი, ,,თავისუფალი რუსეთის” ფორუმის თანადამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა, იულია ნავალნაიას თანამდებობაზე დანიშვნას ეხმაურება:

,,მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო იულია ნავალნაიას ახალ თანამდებობაზე”, – თქვა კასპაროვმა.

ცნობისთვის, ,,ადამიანის უფლებათა ფონდი” ნიუ-იორკში 2005 წელს დაფუძნდა. ფონდის მიზანია ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2009 წლიდან ორგანიზაცია ყოველწლიურად ოსლოს თავისუფლების ფორუმს მასპინძლობს.

მსგავსი თემები