,,წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში” – შვედეთის საელჩო ნაკრებს

შვედეთის საელჩო მადლობას უხდის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე “შესანიშნავი გამოსვლისთვის” და მომავალში წარმატებას უსურვებს:

,,შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის.

მადლობა ყველას ამ დღეებისთვის!

წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!

გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!”, – წერს საელჩო.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით კი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.

მსგავსი თემები