კიოლნის ქუჩები ქართველმა ქომაგებმა მოიცვა (video)

გერმანიის ქალაქ კიოლნში, სადაც საქართველოსთვის ისტორიული მატჩი უნდა ჩატარდეს, ქართველი გულშემატკივრები მსვლელობას მართავენ. ისინი მოედნისკენ საქართველოს დროშებით და შეძახილებით მიემართებიან. დღევანდელ მატჩზე დასასწრებად ისინი თბილისიდან გაემგზავრნენ. ვინც წასვლა ვერ მოახერხა, ტრადიციულად მიხეილ მესხის სტადიონზე შეიკრიბება.

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებამდე ერთი საათი რჩება. თამაში თბილისის დროით, დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი თემები