კიოლნის ქუჩებში ქართველი ქომაგების შეკრება იწყება

საათები რჩება ისტორიული მატჩამდე. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან. თამაში გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება. ქართველი გულშემატკივარი გერმანიის ქუჩებში იკრიბებიან და მსველელობისთვის ემზადებიან.

“მიუხედავად რთული თამაშისა, მემგონი, ის შედეგი, რაც პორტუგალიასთან დავდეთ, მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, მაინც შედეგი დავდეთ, რასაც ბევრი არ ელოდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიჭები უფრო მეტად მოტივირეულები არიან, უფრო მეტი შემართებით არიან, მიუხედავად ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგისა და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ შედეგს დადებენ, როგორც პორტუგალიასთან დროს ვიამაყეთ, – ამბობს ქომაგი. ძალიან ბევრნი ვიქნებით, იმიტომ, რომ ყველა კუთხეში ფრიალებს საქართველოს დროშა. ჩვენი მიზანია, რომ ესპანელები დავჩაგროთ ტრიბუნებზე და პარასკევს გერმანელები” – ამბობს ფეხბურთის გულშემატკივარი.

 

მსგავსი თემები