პორტუგალიის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს

პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელუ რებელუ დი სოზა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.

მსგავსი თემები