პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია.

„იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა. კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები მრავალგვარი. გეწეოდეთ ღმერთი და თქვენი მფარველი ანგელოზი“- აღნიშნავს პატრიარქი.

 

მსგავსი თემები