სერბეთი ისრაელის საელჩოსთან მომხარი თავდასხმის შემდეგ ტურისტულ საფრთხეს ზრდის

სერბეთი ისრაელის საელჩოსთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის. განცხადება სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა გააკეთა. დაჩიჩმა დაადასტურა, რომ ისრაელის საელჩოზე თავდასხმა ტერორისტულ თავდასხმად გადაკვალიფიცირდა.

„ინსტრუქციებით, მოქმედი წესებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტრუქციებით, მას შემდეგ, რაც მოხდა ეს ტერორისტული აქტი – მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ოფიციალურად უწოდა მას ტერაქტი – როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გამოვაცხადე წითელი დონე“ –  განაცხადა, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები