ოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულია 7 და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპულთა შორის 2 ბავშვია.

შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ საღამოს ქალაქ ვოლნიანსკს დაარტყეს. თავდასხმის ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, პოლიციელები, ექიმები, პარამედიკოსები და უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების სწრაფი რეაგირების გუნდის თანამშრომლები.

მსგავსი თემები