აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანზე, სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში არასრულწლოვანზე, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციას ბავშვის მშობლებმა მიმართეს. მანამდე არასრულწლოვანის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს ძალადობის კვალი აღენიშნება. მშობლები ამტკიცებენ, რომ ბავშვზე, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონეა, აღმზრდელმა ფიზიკურად იძალადა.

„ბაღი ჩვენი სახლის გვერდითაა. აქ იყო ჩემი დედამთილი, როდესაც მოესმა ბავშვის განწირული კივილი. სახლში ვიყავი, დამიძახა. როცა მივედი დამხვდა ასეთი სურათი – ბავშვი ეკავა ძიძას და ამშვიდებდა. რომ, ვკითხე, რატომ ტირის-მეთქი, სიცხე აქვსო. როცა მოვიყვანე სახლში და გავხადე ტანსაცმელი ვნახე კისერზე გაკაწრული და ზურგზე ეტყობა დანარტყამი. აუტისტური სპექტრის მქონეა და ვერ საუბრობს. პოლიცია გამოვიძახე, დაწყებულია გამოძიება“- ამბობს ბავშვის დედა.

„ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი“- რა მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ ბაღში

მსგავსი თემები