ცნობილია, თუ ვინ შეცვლის კაია კალასს ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე

ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება, დღეს, 29 ივნისს, “რეფორმების” პარტიის ხელმძღვანელობამ ერთხმად მიიღო.

“ესტონელები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი სახლი და ქვეყანა დაცულია და რომ სახელმწიფო კარგად იმართება. კოალიციური შეთანხმების გადახედვისას უპირობო პრიორიტეტები იქნება სახელმწიფოს დაცვა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სახელმწიფო ფინანსების შემდგომი მოწესრიგება. ესტონეთი უნდა იყოს შესანიშნავი ადგილი ბიზნესის კეთების, ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდისთვის, ქვეყანა, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ” – განაცხადა მიჰაუმ.

მსგავსი თემები