“ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, არის “ქართული ოცნება”- კალაძე

“ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძე ამბობს, ოპოზიციის ქმედებები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესშიც.

„ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, რასაც დაავალებენ აკეთებენ იმას და ის, რასაც აკეთებენ, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ჩვენ გვახსოვს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ რას აკეთებდნენ, რა მეილებს უგზავნიდნენ ევროპარლამენტარებს. იგივე ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს როგორ დარბოდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, რომ პირდაპირ მოწოდებები იყო, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, იგივე არის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ანუ ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე დააზიანონ ქვეყნის ევროპული მომავალი.

ყველაფერი, თუკი რაიმე გაკეთებულა ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება 2012 წლიდან მოყოლებული. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი, ხელშესახები ცვლილება განხორციელებულია „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები