„ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს“- ტრამპი

ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გარე მტრები გვყავს – ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, გარე მტრები, მაგრამ ისინი მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს, ისინი მტრები არ არიან! ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ჩინეთმა ასობით მილიარდი დოლარი გადაგვიხადა, ისინი პატივს სცემდნენ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოაგვარებს და ამის გაკეთება მას თეთრ სახლში შესვლამდე შეუძლია.

 

მსგავსი თემები