“კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა”-  ლუკა ლორჩოშვილი ცნობილ კადრზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ცნობილი კადრის შესახებ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, ემოცოური ადამიანია და მოედანზე ემოცოების გამოხატვა უყვარს. რაც შეეხება, ქრიშტიანუ რონალდუს, ამბობს რომ მაღალი დონის ფეხბურთელთან გამკლავება კონტაქტის გარეშე წარმოუდგენელია.

„კარგი ფოტოა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ემოციური ადამიანი ვარ და ემოციების გამოხატვა სტადიონზეც მიყვარს. ნამდვილად არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აი, რონალდუა და სხვანაირად უნდა მოვიქცე. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მითუმეტეს, ამ დონეზე ის კონტაქტი, რაც გვქონდა, არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ პენალტი ამ ფორმით მოეთხოვა. ალბათ, თვითონაც ხვდება, რომ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებთან, როგორიც თავადაა, კონტაქტის გარეშე გამკლავება წარმოუდგენელია. თუ ასეთ მოთამაშესთან კონტაქტში არ იყავი, რა თქმა უნდა, დაისჯები. ამდენად, ჩემი ეს რეაქციაც ამაზე იყო. რონალდო იმაზე აპელირებდა, რაც არ უნდა ყოფილიყო. მომენტი გადამოწმდა და არც არაფერი შეცვლილა” – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

მსგავსი თემები