„ხუთი პრინციპი გახდა საერთაშორისო საზოგადოების საერთო სიმდიდრე“ – პრეზიდენტი სი ძინპინი  

“მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთმა პრინციპმა დაადგინა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის ისტორიული ნიშნული. ხუთი პრინციპი სრულად განასახიერებს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, შეესაბამება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების დროინდელ ტენდენციას და ემსახურება მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს” – ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებია, რომლითაც მან  მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის გამოქვეყნებიდან 70 წლის საიუბილეო ფორუმი გახსნა.

თანაარსებობის ხუთს პრინციპი გულისხმობს: სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას;  არა ორმხრივ აგრესიას; ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობას; თანასწორობასა და ორმხრივ სარგებლობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ხუთი პრინციპი მოიცავს ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ძირითად ნორმებს პოლიტიკაში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში, დიპლომატიაში და სხვა ასპექტებში. მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის უზენაესობის საფუძველი, სწორი ურთიერთობის გზაზე.

„მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპი გახდა საერთაშორისო საზოგადოების საერთო სიმდიდრე და იმსახურებს პატივისცემას, მემკვიდრეობასა და წინსვლას. ჩვენ უნდა დავიცვათ სუვერენული თანასწორობის პრინციპი. მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპის არსი არის ის, რომ ყველა ქვეყანას აქვს თანაბარი სუვერენიტეტი.  თანაბარი და მოწესრიგებული მსოფლიო ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია იპოვოს თავისი ადგილი მრავალპოლარულ სისტემაში, შეასრულოს თავისი სათანადო როლი საერთაშორისო სამართლის დაცვაში და უზრუნველყოს, რომ მსოფლიო მრავალპოლარულობის პროცესი ზოგადად სტაბილური და ეფექტური იყოს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

„ღმერთმა დაიცვას მშვიდობა, ვისიამოვნოთ მშვიდობით“ – პრეზიდენტი სი ძინპინი (video)

მსგავსი თემები