„მას წარმატებული დღე არ უნდა ჰქონდეს”- რას წერს ნაჩო ფერნანდესი მამარდაშვილზე

საქართველო-ესპანეთის მატჩამდე ორი დღე რჩება. გუნდები აქტიურად ემზადებიან დაპირისპირებისთვის. შეხვედრამდე ესპანეთის ნაკრების მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, მამარდაშვილი დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ის გულშემატკივრებს აიმედებს, რომ ქართველ მეკარეს ბევრ გოლს გაუტანს.

,,გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში დამაჯერებლად გამოიყურება და ევროპის ჩემპიონატიც საკმაოდ კარგი აქვს. ის ჩვენი მეტოქე გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ნუ ინერვიულებთ, რადგან, ვეცდებით, რომ მის კარში ბევრი ბურთი გავიტანოთ, მას წარმატებული დღე არ უნდა ჰქონდეს” – თქვა ესპანეთის ნაკრების მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა

ესპანეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა გიორგი მამარდაშვილმაც.

„ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ“- მამარდაშვილი

 

მსგავსი თემები