36 ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას “გამჭვირვალობის კანონის” გაუქმებისკენ მოუწოდებს

ჟენევაში ლიეტუვის მუდმივი მისია და კიდევ 35 სახელმწიფო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფოები “ქართულ ოცნებას „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ხელმომწერი სახელმწიფოები ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

“ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას, რომელიც უმაღლესმა კომისარმა თავის გამოსვლაში გამოთქვა – ე.წ. გამჭვირვალობის კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის. კანონი შეიქმნა იმისთვის, რომ მედია მაუწყებლების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე საზიანო გავლენა ჰქონდეს. ეს მათი გაჩუმებისკენაა მიმართული. კანონი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების უგულებელყოფით მიიღეს და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობისა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტებისა, არაერთგზის მოწოდებისა, თავი შეიკავონ კანონმდებლობის წინსვლისგან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი, შეწყვიტოს კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“- ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

„სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულების, ჭეშმარიტი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენისადმი მდგრადობის უზრუნველყოფას ეხმარება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში. ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს”- წერია განცახდებაში.

მსგავსი თემები