„მარტო ვილის არ გაუკეთებია, ეს გააკეთეს ბიჭებმა“- გიორგი ქოჩორაშვილის მამა

„ვილი სანიოლმა რაც გააკეთა ვართ იქ, მაგრამ მარტო ვილის არ გაუკეთებია, ეს გააკეთეს ბიჭებმა. როგორც ვილიმ გააკეთა ბიჭების საქმე, ისე ბიჭებმა გააკეთეს ვილის საქმე“- ამბობს გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი. მისი თქმით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზუსტად ის ბიჭები შეკრიბა, ვინც წარმატება მოგვიტანა.

“ჩვენ ქართველებმა ვიცით განსხვავებული სიყვარული. ან ადამიანი მაგრად გვიყვარს და მერე შეიძლება მაგრად დავამარცხოთ ძირს, ან მაგრად დავამარცხოთ და მერე ავიყვანოთ. მოდი სტაბილურები ვიყოთ ყველაფერში რა. სტაბილურობა მოგვცემს წარმატებას. ვილიმ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გააკეთოს. ამისთვის მადლიერები ვართ ჩვენ, რომ შეკრიბა ზუსტად ის ბიჭები იმ ჩამონათვალით, ვინც ეს წარმატება მოგვიტანა. ფაქტია, რომ ეს არის ვილის დამსახურება, რომ ეს ბიჭები და ამ ბიჭების ერთად თამაშში დაინახა წარმატება, მაგრამ რაც შეეხება მოქალაქეობას, მე თანახმა ვარ, რომ მივცეთ მოქალაქეობა, მაგრამ ამ კუთხით მიდგომა, არც სპორტში და არც სხვა მიმართულებით არ იქნება ჩვენთვის სასარგებლო“- ამბობს როინ ქოჩორაშვილი.

გიორგი ქოჩორაშვილის მამამ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების წარმატება ყველას დამსახურებაა.

„ვაცადოთ, ხომ იცით როგორი გამონათქვამია, ხუთი მარილი თუ არ შეჭამე იმ ადამიანთან მეგობრობა… აქედან გამომდინარე რაღაცები კიდევ გამოსაცდელია. რა თქმა უნდა, დიდ ფორუმზე გაგვიყვანა, მაგრამ მარტო ვილის არ გავუყვანივართ. ვილიმ უბრალოდ შეარჩია და ამ ბიჭებმა შეასრულეს. ეს ბიჭები რომ არ შეერჩია, ვერც ვილი გავიდოდა მაგ ფორუმზე და ვერც ეს ბიჭები ვერ მოხვდებოდნენ. ეს არის ყველას დამსახურება” – ამბობს როინ ქოჩორაშვილი.

მსგავსი თემები