„აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება“ – პუტინი

მოსკოვმა შესაძლოა დაიწყოს ბირთვული რაკეტების წარმოება და შემდგომში, მათი განლაგება. ამის შესახებ, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა,  ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინი ამბობს, აშშ-ის მხრიდან საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განლაგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რუსეთში შეშფოთებას იწვევს და მოითხოვს რეაგირებას.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ არამარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები სად განვათავსოთ ისინი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები