რუსეთმა დნეპრში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში განახორციელა

“რუსეთმა დნეპრში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები”, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ცხრასართულიანი შენობის ოთხი სართული მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.

მსგავსი თემები