მაშველებმა ავტოფარეხის სამშენებლო კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის მაშველებმა ორთაჭალაში, მეფე სოლომონ II-ის ქუჩაზე , ავტოფარეხის სამშენებლო კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს.

მაშველებმა 6-7 მეტრის სიღრმის მილიდან კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანთან დააბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

მსგავსი თემები