ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესს აჩერებს – გერმანული მედია

გერმანული მედიის ცნობით, ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესს აჩერებს. ამის მიზეზი კი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსია. როგორც გამოცემა Sueddeutsche წერს, ევროსაბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

,,იქაურ ხელისუფლებას არსებული კურსის შეცვლა მოუწევს, რადგან ეს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს”, – წერია სტატიაში.

,,მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება”, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობს, იყენებს კანონს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გასამკაცრებლად, რომლებიც შემოსავლების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ამას მეტი გამჭვირვალობით ამართლებენ. რუსეთში მსგავსი კანონი ამ უცხოეთის მხარდაჭერილ ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ უწოდებს.

კანონის მამოძრავებელ ძალად პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ითვლება, რომელიც რუსეთში ბიზნესით მილიარდერი გახდა და გარკვეული პერიოდი ქვეყნის პრემიერმინისტრიც იყო. წარსულში ის თვლიდა, რომ საქართველომ უნდა დაიცვას თავი დასავლური გავლენისგან”, – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები