ირანში საპრეზიდენტო არჩევნებია

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პოსტზე ექვსი სახელმწიფო მოხელე იყო წარდგენილი, თუმცა ორმა კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა.

ირანში თეოკრატიული მმართველობის პირობებში პრეზიდენტი სახელმწიფო მმართველობის სისტემაში მეორე პირია, აიათოლა ჰომეინის რელიგიური ლიდერის შემდეგ.

პრეზიდენტის მოვალეობაა კონსტიტუციური სამართლის უზრუნველყოფა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობა. ახალი პრეზიდენტი ასევე ქვეყნის საგარეო კურსს განსაზღვრავს .

ირანში ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში გარდაცვალების შემდეგ ტარდება.

მსგავსი თემები