ქობულეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის სოფელ ნაცხავატევში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ,,აჭარა თაიმსმა” გაავრცელა და დაწერა, რომ მანქანა ხევში გადავარდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები