რჩება თუ არა კვარაცხელია „ნაპოლში“

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დღეს გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასა და მის აგენტს შეხვდა. როგორც ჟურნალისტი სოცილაურ ქსელში წერს, „ნაპოლი“ ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია გაშვებას არ აპირებს.

“ნაპოლის” გზავნილი კვარასთვის მკაფიოა: „ნაპოლი“ არ აპირებს მის გაშვებას ამ ზაფხულს, რადგან ის კონტესა და კლუბის წამყვანი მოთამაშეა. ევროს დასრულებისთანავე “ნაპოლი” ახალი კონტრაქტის წინადადებას გაუგზავნის“ – წერს ფაბრიციო რომანო.

გუშინდელი მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთ-ერთი კითხვა მის მომავალს ეხებოდა. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ თავის მომავალს ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.

„კონტეს პატივს ვცემ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, „ნაპოლის’’ პატივს ვცემ, „ნაპოლი’’ მიყვარს, მაგრამ ჩემს მომავალს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ” – თქვა კვარაცხელიამ.

მსგავსი თემები