ჩვენ შენთან ვართ, საქართველო – „ლევანტე“

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ქართულ ენაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

კლუბის Facebook ანგარიშზე გამოქვეყნდა ქოჩორაშვილის ფოტო, რომელსაც დღევანდელი თამაშის ანონსი და ქართულად გაკეთებული წარწერა დაურთეს: „ჩვენ შენთან ვართ, საქართველო“, შემდეგ კი უკვე ესპანურად ქოჩორაშვილს წარმატება უსურვეს.

მსგავსი თემები