გასულ 24 საათში, რუსებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს

დონეცკის რეგიონული პოლიციის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონი 2 166-ჯერ დაბომბეს. იერიშების შედეგად დაზიანდა 88 სამოქალაქო ობიექტი და 57 საცხოვრებელი კორპუსი.

,,პოლიციამ რეგიონის ტერიტორიაზე მტრის 2 166 დარტყმა დააფიქსირა… განადგურდა 88 სამოქალაქო ობიექტი – 57 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზიები, მანქანები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა …“, – ნათქვამია უწყების ანგარიშში.

უწყების ცნობით, რუსებმა ისკანდერებით დაარტყეს პოკროვსკს, რა დროსაც დაიღუპა 5 და დაშავდა 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაზიანდა 19 კერძო სახლი.

მსგავსი თემები