ფსოუზე სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობითთ, ფსოუზე მომხდარ სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ე.წ. შს ,,მინისტრის”, რობერტ კიუტის განცხადებით, დაკავებულია ოთხი პირი, მათგან სამი აფხაზეთში, ერთი კი რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-აფხაზეთის ,,სასაზღვრო პუნქტზე” სროლა გუშინ, 23 ივნისს იყო. მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია.

სროლა იყო ახალ ათონშიც, სადაც ერთი პირია დაჭრილი, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ ფაქტებთან დაკავშირებით, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა.

მსგავსი თემები