“ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა”- ქუთაისში 2 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც  თვითმხილველებმა განაცხადეს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა.

“საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა”, – აცხადებს თვითმხილველი.

მსგავსი თემები