დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის მიერ გატაცებულ მოზარდს ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ

მოზარდს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა წაიღო, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მყვინთავები, წყლის საშუალებები, გამოიყენებენ დრონებსაც.

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის დინებამ რვა წლის მოზარდი გუშინ, შუადღისას გაიტაცა. დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

მსგავსი თემები