„საჯაროდ გამოჩენის შემდეგ ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“- მედია

გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჯარო გამოსვლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა. ქეით მიდლტონი თავს სუსტად გრძნობს და ახლა ენერგიის აღდგენაზე არის ორიენტირებული.

მიდლტონი ექვსი თვის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. პრინცესა, რამდენიმე დღის წინ  მეფე ჩარლზ III-ის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ეს იყო უელსის პრინცესას პირველი საჯარო გამოსვლა მას შედეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის.

მსგავსი თემები