BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს

19 ივნისის მონაცემებით, BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს. ,,ეხო კავკაზას” ცნობით, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა – ზურაბ ჩაგელიშვილმა, ვალერი იარგანაშვილმა, ვახტანგ თაბარუკიშვილმა და თამაზ ბედინაძემ ყაზანში მიმდინარე თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ტურნირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენები ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა, როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიტაშვილმა განაცხადა, ეს იყო გაუგებრობა. მისივე თქმით, ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობის მოწვევა დაახლოებით თვენახევრის წინ მიიღო, თუმცა, მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა შეიტყვეს, რომ თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიც მონაწილეობდა, უარი განაცხადეს.

იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ RICS-ის თამაშებზე ქართველი სამბისტები ელენა ქებაძე და ნინო ოძელაშვილიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ყაზანში არ მიდიოდნენ.

BRICS-ის ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია წელს ყაზანში, 12-23 ივნისის პერიოდში ტარდება. გახსნის ცერემონიაზე კი სცენაზე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ “დროშებთან” ერთად, საქართველოს დროშაც გამოჩნდა.

,,ბრიქსი” (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს, პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა. 2017 წლიდან კი ყოველწლიურად ბრიქსის სპორტული თამაშები იმართება.

მსგავსი თემები