„ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა“ – მაკრონი

„დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა. ამომრჩეველთა „ჩუმი უმრავლესობა“ პოლიტიკური ექსტრემისტების „არეულობას“ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

როგორც მან აღნიშნა,  ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის დათხოვნა ყველაზე მძიმე, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი თემები