„ესტონეთი მზადაა, უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხი განიხილოს“ – ელჩი

ესტონეთის მთავრობა მზად არის,  უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხი განიხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინაში ესტონეთის ელჩმა  ანელი კოლკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ესტონეთისთვის ეს წითელი ხაზი არ არის.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ. ჩვენთვის ეს არ არის წითელი ხაზი. იმედი გვაქვს ნატოს ან ევროკავშირის საერთო პოზიციის და ჩვენი ლიდერები, ვგულისხმობ, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს, ამაზე მსჯელობენ. მათ ახლახანს თქვეს, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია“,-  განაცხადა კოლკიმ.

მსგავსი თემები