უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 21 დრონი გაუშვეს.

რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

მსგავსი თემები