ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ღირსეული თამაშისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ღირსეული თამაშისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის მადლობას უხდის.

მთავრობის მეთაური საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.

,,მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!”, – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა.

მსგავსი თემები