ჩრდილოეთ კორეაში მყოფი პუტინი ამბობს, რომ კრემლი აშშ-ის იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის

ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით მყოფი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ კრემლი რუსეთის ,,იმპერიალისტურ პოლიტიკას” ებრძვის. რუსული მედიების ინფორმაციით, ამ თემაზე მან კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

,,ვგულისხმობ ათწლეულების განმავლობაში დაწესებული ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ ჩვენ ბრძოლას, აშშ-ისა და მისი თანამგზავრების იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიმართ”, – თქვა პუტინმა.

პუტინმა მისი ვიზიტის წინ უკვე გადაუხადა მადლობა ჩრდილოეთ კორეას უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისთვის და დღეს გააძლიერა ეს განწყობა:

,,ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანმიმდევრულ და ურყევ მხარდაჭერას რუსული პოლიტიკის მიმართ, მათ შორის უკრაინის მიმართულებით”, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები