ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ახორციელებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას, ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველოსთან“ ერთად კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას და უტარებენ ვაქცინაციას.

მსგავსი თემები