აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. დამნაშავემ სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უცნობია თავდასხმის მოტივი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.