,,პუტინი ვერ დაგვყოფს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში” – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. ამის შესახებ მან იტალიაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ნათლად აჩვენა, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ბანკი, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბანკებთან მუშაობს, დაისჯება. ბაიდენის თქმითვე, პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან შემოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ახალი სანქციები მათ შეაფერხებს.

,,პუტინი ვერ დაგვყოფს. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები