იაპონია რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო რამდენიმე კომპანიას დაასანქცირებს

იაპონია რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობის გამო რამდენიმე კომპანიას დაასანქცირებს.

არსებული ინფორმაციით, სანქციები დაუწესდებათ კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში იმ მასალების მიწოდებით, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მოსკოვის სამხედროების მიერ. მოხსენების თანახმად, შესაძლო სანქციები დაეკისრება “ჯგუფებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მატერიალურ დახმარებაში, მათ შორის ჩინურ კომპანიებს.” მათ იაპონიიდან ექსპორტი აეკრძალებათ.

სანქციები მზადდება და თუ გეგმები დასრულდება, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა შესაბამის გადაწყვეტილებს, G7-ის სამშვიდობო სამიტზე, კვირის ბოლოს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები