,,2 დღის ვადას ვაძლევთ გარემოს დაცვის სამინისტროს” – ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”

მოძრაობა ,,ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” განცხადებას ავრცელებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 დღის ვადას აძლევს, რათა მიიღონ პასუხი, როდის შეძლებს მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას.

,,ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა 2 დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას.

შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები