ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მშენებლობას მეზობლები აპროტესტებენ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მშენებლობას მეზობლები აპროტესტებენ. საუბარია ძველ თბილისში, ასკანის 9 ნომერში მიმდინარე სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც ნოდარ ბასილაშვილს ეკუთვნის.

ადგილობრივების თქმით, მიმდინარე სამუშაოები მიმდებარედ სახლებს აზიანებს. ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ ორჯერ დაწერა საჩივარი მერიაში, თუმცა უშედეგოდ.

,,კლდე მოჭრა, წამოვიდა წყალი, იქ სჭირდება დრენაჟი. ფანჯარას მიხურავს, საჩივარი ორჯერ დავწერე. ეგრე უთქვამს, მე მყავს მფარველი. არ ვიცი მაგის მფარველი ვინ არის, მთავრობა თუ სხვა ვიღაც, კლდის მოჭრის, საძირკვლის ამოთხრის, ყველაფრის უფლება ჰქონია ამ კაცს. არ ვიცი ვის მივმართო, ძველ თბილისში ახლა, ამ ისტორიულ ქუჩაზე ამის აშენება არანაირად არ შეიძლება”, – ამბობს მზია ამირიანი.

ანი ბეშიტაიშვილი კი ყვება, რომ მისი სახლის კარები აღარ იღება, რადგან კედელი დაწეული და დაბზარულია.

მსგავსი თემები