შტატებმა გააუქმა აკრძალვა ,,აზოვის” მებრძოლების მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე – WP

Washington Post ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა აკრძალვა ამერიკული იარაღის გამოყენების უფლებაზე უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა “აზოვისთვის”.

გამოცემის ცნობით, ათწლეულის განმავლობაში მოქმედი აკრძალვა ამერიკული წვრთნისა და იარაღის გამოყენებაზე მას შემდეგ გაუქმდა, რაც ახალი ანალიზით არ აღმოჩნდა მტკიცებულება დანაყოფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

ეს არის კანონი, რომელიც კრძალავს აშშ-ს სამხედრო დახმარების გაწევას უცხოური ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა. მას ეწოდა ყოფილი სენატორის პატრიკ ლეაჰის სახელი.

დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი თქვა ესაუბრა იმაზე, თუ როდის მოიხსნა აკრძალვა და მიაღწია თუ არა ამერიკულმა იარაღმა აზოვის მებრძოლებამდე.

,,აზოვის პოლკი”, რომელსაც აქვს ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ფესვები, არის უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი და ჩამოყალიბდა 2014 წელს ჩამოყალიბებული ბატალიონიდან და იბრძოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ რეგიონებს ქმნიდნენ.

,,აზოვის პოლკი” იცავდა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს, ომის დაწყების პირველ თვეებში. ისინი გამაგრებულები იყვნენ “აზოვსტალის” ქარხანაში და მეთაურების ბრძანების შემდეგ, 2022 წლის მაისში ტყვედ ჩაბარდნენ. ისინი ამავე წელს, თურქეთის შუამავლობით დადებული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდნენ.

მსგავსი თემები