ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში რუსული ,,სუ-34″ ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების “სუ-34” ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟი დაიღუპა.

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.

ცნობილია, რომ ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა და ბომბდამშენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

მსგავსი თემები