თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერს ელოდებიან სტუდენტები აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, სტუდენტები აქციას მართავენ. ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. მათ მხარდასაჭერად ადგილზე, პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.

„ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება. ამაღელვებელია, სიმბოლურად მოვედი დღეს აქ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.

გუშინ, სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

 

მსგავსი თემები