„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ევროკავშირის ელჩები მივიდნენ

,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ევროკაშირის ელჩები მივიდინენ. დიპლომტები შეხვდერას პარტიის თავმჯდომარესთან მართავენ. ლევან ხაბეიშვილმა მათ თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ენმ-ს ლიდერები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ იცოდეს, რა პირობებში უწევთ წინასაარჩევნოდ მუშაობა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მუხლი, რომლითაც შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ყველაზე რბილია, რადგან ეს არა მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანება, არამედ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე ჯგუფური თავდასხმაა.

ცნობისთვის, რკინის ე.წ. მანტიროვკებით,  ქვებით და ხელკეტებით შეირაღებული დაჯგუფება ოპიზიციური პარტიის ოფისს თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა.  ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

მსგავსი თემები