გერმანიის კანცლერის მიმართვა მედიამ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებად გაასაღა

დეზინფორმაციული კამპანიის კიდევ ერთი მაგალითი ქართულ მედიაში. ამჯერად საქმე ეხება გერმანიის კანცლერის მიმართვას, რომელიც მედიამ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებად გაასაღა.

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში, კანცლერის ციტატა დაპოსტა, თუმცა არ მიუთითა ვის ეხებოდა მიმართვა. ოლაფ შოლცის სიტყვები, რომ : პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია, მედიის ნაწილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა, თუმცა სინამდვილეში, კანცლერმა ეს სიტყვები გერმანიაში ბოლო დროს განხორციელებული ძალადობის შესახებ თქვა და მიმართვაში 5 წლის წინ მოკლული ვალტერ ლიუბკეს საქმეც გაიხსენა.

მსგავსი თემები