იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას SAMP/T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ რომი აპირებს უკრაინაში კიდევ ერთი SAMP/T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას.

თავდაპირველად ინფორმაცია Reuters-მა და იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ გაავრცელეს და დაწერეს, რომ დაგეგმილი იყო კიევისთვის სისტემის მიწოდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს 10 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდოს.

ეს ინფორმაცია ტაიანმა ტელეკომპანია RAI-თან ინტერვიუში დაადასტურა და თქვა, რომ ეს თავდაცვის სისტემა თავად უკრაინამ ითხოვა.

Reuters-ის ცნობით, 2023 წელს იტალიამ და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს პირველი SAMP/T ინსტალაცია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მეორე ასეთი სისტემა მიიღონ, რომელიც ამჟამად ქუვეითშია, თუმცა მალე იტალიაში უნდა დაბრუნდეს.

მსგავსი თემები